Main / დრიფტი / საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი 2016

საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი 2016

ტური 1. რუსთავი

შეჯიბრი შედგებოდა ორი ნაწილისგან

მოყვარულების და პროფესიონალების გამოსვლა. მიუხედავათ იმისა რომ უამინდობამ პრობლემები შეუქმნა მონაწილეებსა და ორგანიზატორებს,

შეჯიბრი მაინც ჩატარდა ბოლომდე. დრიფტერებმა საკუთარი ძალებით მოახერხეს ტრასის გაშრობა და შემდეგ დრიფტი განახლდა. მოვლენები საინტერესოდ განვითარდა.

ქართველმა დრიფტერებმა საუკეთესოდ გამოავლინეს საკუთარი ძალები და გვაჩვენეს მათი პროფესიონალიზმი.

ცხადია არაფერი უდრის იმ სიამოვნებას რის მიღებაც ჩემპიონატზე დასწრებით შეგეძლოთ, თუმცა ჩვენ, Devi.ge და Imedia Hub გთავაზობთ კადრებს, რომლებიც ასახავს საინტერესო მომენტებს.

გამარჯვებულები:

PRO კლასი:

1) ვახო ხურციძე [BMW e36 4.6] ბათუმის ავტოდრომი

2) გიორგი კირვალიძე [BMW e36 4.6] BMW Club Georgia

3) ირაკლი ბერულავა [BMW e36 4.0] BMW Club Georgia

მოყვარულთა კლასი:

1) დაჩი თაქთაქიშვილი [BMW e36 M3]

2) ოთო თვარაძე [BMW e30 2.8კომპრესორი] BMW Club Georgia

3) გიორგი გიგოლაშვილი [BMW e30 2,8] Gori Auto Club

ვიდეო რგოლის სპონსორია  gebuy.ge

Devi.ge და IMediaHub ვუზრუნველყოფთ ვიდეორეფერს.

Comments

comments