დიდი10, მე-14 ტურის მატჩი
ჯიქსა და ყოჩებს შორის
26/02/17, გორის სტადიონი,
დასაწყისი 14:00 სთ
#უქომაგეთდიდ10ს
“ჯიქი” (5), რომელმაც მე-13 ტურში ლიდერ ბათუმს მოუგო, კვირას გამარჯვების შემთხვევაში, მოწინავე კვარტეტს დაუბრუნდება. გათამაშების ოთხი საუკეთესო გუნდი ამ ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობს და მინიმუმ ორი მათგანი მაინც დაკარგავს ქულებს, ეს კი გორის გუნდს სატურნირო წინსვლის კარგ შანსს მისცემს. ბოლნისის ყოჩებს მიმიდნარე სეზონში სულ 2 გამარჯვება აქვს და ბოლო ადგილზეა. მისი მიზანია დარჩენილ 5 ტურში მაქსიმალურად შედეგიანად ითამაშოს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიოს. ამ გზაზე ბოლნისელთა პიველი დაბრკოლება გორის ჯიქი იქნება.