Main / დიდი 10

დიდი 10

საქართველოს რაგბის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

დიდი 10-მა მოიპოვა პოპულარობა ქართველ გულშემატკივრებში. შეჯიბრში მონაწილეობას იღებს ათი საუკეთესო გუნდი. ხანგრძლივობა სექტემბრის დასაწყისიდან მაისამდე. დიდი 10 შედგება 18 ტურისგან. ჯგუფურ ტურებში ვლინდება 6 საუკეთესო გუნდი. აღნიშნული გუნდები შემდეგ გადადიან  Playoff-ში.

ჯგუფური ტურები შედგება 5 თამაშიდან. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ უყუროთ თითოეული ტურის 2 მატჩის ინტერნეტ ტრანსლიაციებს. დაგეგმილი თამაშების ანონსი შეგიძლიათ წინასწარ იხილოთ ჩვენს ფბ გვერდზე

ქართული რაგბის წარმატების სათავე ლელო ბურთია. ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული ეს საომარი, წარმართული თამაში საუკუნეთა განმავლობაში იყო ქართველობის ძალ-გულოვნების წყარო და აქამდეც მოატანა, ბორჯღალოსნებმა კი მისეული გენი სრულიად რაგბეთს დაანახეს.
რაგბი [იმხანად რეგბი] ჩვენში ამ ნახევარი საუკუნის წინ, ნებაყოფლობით რომ დაინერგა, მას აქეთ არ დაგვიგდია ეს ვაჟკაცური საქმე და წინა თაობათა ფესვ-ჩაყრილ ტრადიციას ვაგრძელებთ, ისე კი, ადრეც გვიცდია ოვალური ბურთით თამაში, მაგრამ ყველა ის წამოწყება შეწყდა, აღარ გაგრძელებულა.

RC Armazi vs RC Lelo Saracens | RND 11

didi 10 დიდი 10 Диди 10

დიდი 10, მე-11 ტურის მატჩი არმაზსა და ლელო სარასენს შორის 11/12/16, შევარდენის სტადიონი, დასაწყისი 15:00 სთ #უქომაგეთდიდ10ს  

Read more »