თუ EYP-ში მოხვდით, ჩემი რჩევა იქნება ერთხელ მაინც გასინჯოთ როგორია ჯურნოობა…
დარბიხარ ფოტოაპარატით, ჩუმად იღებ ვიდეობს, ყველაფრის შესახებ წერ სტატიებს და თან ამ ყველაფერს ინგლისურენოვან რეჟიმში ახერხებ ))
This Is Me, DeviL Journo ))
მერე შენს სტატიებს ხალხი კითხულობს, ვიდეოებზე კი დარბაზი წვება სიცილით ))
ამ სესიის ნამუშევარი აქვე შეგიძლიათ იხილოთ:
გარდა იმისია რომ დელეგატობის მერე ჯურნოობაც გამოვცადე და დამიჯერეთ ძალიან ძალიან მაგარი რამეა, ბევრი ახალი სახე გავიცანი და ბევრად მეტი მსოფლიო ამბებიც შევიტყე. მიუხედავად იმისა რომ “ილია-უნიმ” კარგი ორგანიზებისათვის ხელსაყრელი პირობები დიდად ვერ შემოგვთავაზა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კარგი ემოციებით დასრულდა.
GA-ს შესვენებაზე... I Loovee Rock & Rollll
ერთადერთი ფართიზე დიჯეი იყო ცუდად. ცუდად რა.. 5 სიმღერა ჰქონდა და მედიაფლეიერით მარიაჟობდა. პეკინზე, მექსის მოპირდაპირე მხარეს არის კლუბი “UNDER 21″, ხოდა ჩემი ფეხი აღარ იქნება მაანდ )))
ხო, ფოტოებს რაც შეეხება, ჩემი კომიტეტის ხალხო და უბრალო ვიზიტორებოც, ფოტოგალერეა ავტვირთე ჩემ ფეიჯზე და შეგიძლიათ იხილოთ აქ
მას შემდეგ რაც წინა პოსტში დაგანახეთ რა ლამაზია ყველაფერი და რა ლამაზად გახვევენ რეკლამები ბედნიერების იმიტაციით, ეხლა მინდა მოკლე პრეზენტაცია ჩაგიტაროთ და ფარდა ავხადო ბევრ სიბინძურეს რაც მე პირადად შემიმჩნევია და ბევრი თქვენგანი უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს…
ყველა ეს ელემენტი თავის დანიშნულებას ასრულებს და თქვენს ქვეცნობიერსაც გემრიელად აბინძურებს.
ერთერთი კარგი მაგალითი კი ისევ ბედნიერიფიკაციიდან შეიძლება ავიღოთ:
დააკვირდით ამ პატარა არსებებს ყურებისას?
ჰა, გამოტყდით! რისი იმიტაციაა?!
რა სექსია არაა??? )))
ხო აქსიზე და სხვა რეკლამებზე აღარაფერს ვიტყვი, აგრესიულად სექსით მანიპულირება მაგათი ჰობია..
ცოტა ბოროტ სიფათებზეც გადავიდეთ მიუზ-სამყაროდან:
…
…
…
გავაგრძელო? ))
ათასობით ასეთი ფოტო შემიძლია დავდო და ამით მხოლოდ ამ მესიჯების გავრცელებას დავეხმარო…
ასე რომ არ მინდა. თქვენ თვითონ დაუკვირდით და პოვნა არ გაგიჭირდებათ.
წლის ყველაზე ბოროტ გამოგონებად კი Forever Alone მინდა დავასახელო.
ბევრს ვიცნობ მსგავსი ტიპის ადამიანებს და სულაც არ ვთვლი ამ ხალხის მდგომარეობას სასაცილოდ. თუმცა ეს “სიმახინჯის” მანია იმდენად მარაზმში გადაიზარდა რომ უკვე Forever Alone-ის ტიპის ადამიანები “ეღადავებიან” ერთმანეთს ამ მეთოდით… რაღაც “ვირთხის სოროს” სიბინძურეს გავს…
ტროლ კომიქსებზე მეც ბევრი მიცინია და ზოგიერთი მართლა სერიოზული იუმორია… მაგრამ Forever Alone-ზე სამწუხაროდ მაგას ვერ ვიტყვი. აშკარად ვერ ნერგავს “კეთილგანწყობას” ჩვენი მემე :“
ასეა თუ ისეა, უბრალოდ მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმაზე თუ რა ინფორმაციას იღებს ყოველდღიურად თქვენი ტვინი და შესაბამისად მინდა თქვენვე შეაფასოთ რა რაოდენობით და რა სახით ილექება ის მერე ქვეცნობიერში…
ისევ თქვენი ფიზიკური, სულიერი და ფინანსური ჯანმრთელობისთვის ეცადეთ მიიღოთ კარგი ინფორმაცია და გასცეთ დადებითი ენერგია მუდმივად : ) დამიჯერეთ ძალიან მალე შეამჩნევთ შედეგს ;)
***
მანამდე კი თქვენი აზრი გამანდეთ: გემოთი პეპსი ჯობს თუ კოკა? : )
ესეც თქვენ “ტვინის დაბინძურების” გამოცდა )))
ვინც აღმოაჩინეთ ეს ტექსტი დაწერეთ კომენტარში რომ “ნაბეღლავი სჯობს” ))
იმ დღეს ვმსჯელობდით Fx-ში, რისთვის ვაკეთებთ ადამიანები ყველაფერს და რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ბედნიერებას!
მსოფლიო ლიდერები (ყველაზე სასტიკებიც კი), მხატვრები, მომღერლები, დიზაინერები, არქიტექტორები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, შოუმენები, დიდები, პატარები, ყველა ჩვენთაგანი!
ოღონდ ის პლეისთეიშენი ჩამოიღოს და )))
ყველა მიზნის მიღწევას ცდილობს იმისთვის რომ შედეგად თავი კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნოს. ბედნიერება ეს ადამიანის ცხოვრების მიზანია.
ნახეთ რა გიჟი და ბედნიერია სტეფანი და ოლლე (მარგალო მიჭკუნო?!) ))
ვერაფერს იტყვი, ლუიც საოცრად ბედნიერია და თავისებურად გამოხატა კიდეც ))
არ ვიცი გაითამაშა თუ არა (არ გაუჭირდებოდა) მაგრამ ბიონსეს ბედნიერებას ეს კადრები გადმოგცემთ.
ჯეიც ხომ ამისთვის იღწვოდა რამდენიმე თვის წინათ? )))
ბედნიერებას არ გააჩნია საზომი ერთეული და ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როდესაც უზომოდ ბედნიერი ხარ.
სწორედ აქ ჩასაფრთდნენ ბიზნესის მმართველები და მოიფიქრეს ბედნიერების კომერციალიზაცია… ანუ ისინი გეუბნებიან რომ თავიანთი პროდუქტის ან მომსახურების შეძენის შემთხვევაში იქნებით ბედნიერი!
რეკლამების ახალი მიმდინარეობაც კი არსებობს დიდი ხანია… ბედნიერი რეკლამები!
აი თუნდაც ეს რეკლამა.. შეიძლება ნანახი გაქვთ მაგრამ თავიდან უყურეთ. დააკვირდით რა ეფექტურად გაბედნიერებს სულ ცოტა ხნით..
AXE-ზე რას იტყვით მამრებო?
აჰა.. ბედნიერალურია.
მაგრამ როგორც ჩანს მომხმარებლების ბედნიერებაზე ყველაზე მეტად ამ კომპანიაში ზრუნავენ… ეს უბრალოდ ასე ჩანს თორემ მე უკვე სამი თვეა არ დამილევია და მაგის გარეშეც შემიძლია ბედნიერება ))
კოკა-კოლა – ბრენდი რომელიც ყოველთვის და ყველგან ლიდერობის შენარჩუნებას ცდილობს.
ოჯახში, სამსახურში, მეგობრებთან ერთად… ყველა კონტინენტზე და ყველა დღესასწაულზე ჩასაფრებულია და ცდილობს მოერგოს ყველაფერს.
კოკა-კოლაში იციან როგორ შექმნან ბედნიერება სულ რაღაც 1 წუთში:
ახალი წელი იყიდეს… მგონი ბედნიერებასაც იყიდიან და მალე მხოლოდ მათი ქარხნები იფუნქციონირებს ))
არ გჯერათ? აი ეს ვიდეო ნახეთ, დიდი ბედნიერიფიკაცია კოკა-კოლისგან:
და მაინც… გიტოვებთ ეს რეკლამები ნამდვილი ბედნიერების შეგრძნებას? თუ რაღაც მიმსგავსებული გრძნობებია?
სერიოზულად! ძალიან დიდი მადლობა! თქვენ, მას, მათ, სამყაროს და მის ავტორს! მადლობა რომ ისევ მსტუმრობთ… მადლობა რომ ამ პოსტსაც კითხულობთ. მადლობა რომ ყველაფერი ძალიან კარგია და კარგადაა.. მადლობა შენ. იმათაც მადლობა, ისეთები რომ არიან. მადლობა რომ ეს წელი იწურება და ახალი მალე დაიწყება.. მადლობა რომ ასეთი მაგარია და შემდეგი ბევრად მაგარი იქნება. მადლობა იმისთვის რომ [...]
- შეხვედრიდან გვიან გამოვედი… საშინლად წვიმდა… ჩემ ისედაც ზეამაღლებულ ხასიათს ეს ამინდიღა აკლდა. მართალია როცა ვამბობ რომ ჭეშმარიტება 3K-შია.. კლიენტი კლავს კრეატივს! სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ, ამ ბაიყუშებს როგორი რაღაც შევთავაზე და დაიწყეს თავიანთი გენიალური იდეების ჩატენვა.. რას იზავ ის ყოველთვის მართალია. მერე რა რომ ამდენი ვიფიქრე და ამდენი რამე ჩავაქსოვე ნამუშევარში.. იდიოტივით აჭყლოპინდებიან და ბოლოს ველოსიპედისგან აჯაფსანდალს გამოგიყვანენ. ტაქსი გავაჩერე. როგორც წესი წინ ვჯდები [...]
ჩემი ბუქარესტის ამბები იცით.. თუმცა ჯერ კიდევ არ მომიყოლია თქვენთვის რისთვის წავედით რუმინეთში მე და გვასა. მოკლედ, ჩემი 2010 წლის ვერცხლის მედლიან გამოცდილებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.. ყველაზე გემრიელად კი როგორც ჩანს გიორგი გამომეხმაურა (უი გვას, ერთი წელია გიცნობ?!))).. მას შემდეგ რაც ერთმანეთს შევხვდით, რამდენიმე თვეში გეგმები დავსახეთ.. გამოვიგონეთ გაბრენდებისთვის ხელსაყრელი პატარა კინოკომპანია რომელსაც დავარქვით GD [...]
დიდი მადლობა ყველას ვინც დაბადების დღე მომილოცა და ლამაზი სურვილები მისურვა : ) დღეს 19 წლის გავხდი, ეს კი ჩემი “თინეიჯერობის” ბოლო წელია.. რამდენად თინეიჯერულად გავატარე არ ვიცი ეს 6 წელი, მაგრამ მაინც… ცხოვრების ლამაზი პერიოდია ეს წლები და ყველას მოგიწოდებთ ყოველგვარი “უაზრო პრობლემები” დაიკიდეთ და შეირგეთ ასაკი! თუმცა იმისდა გათვალისწინებით რომ სწორედ ამ ასაკში ყალიბდება [...]
რამოდენიმე დღის წინ ძველ არქივებში დავიწყე ქექვა.. მთელი 3 თაობის წინანდელი წერილები ვიპოვე და კითხვა კითხვაშიც ბევრი ახალი შევიტყვე ჩემს წინაპრებზე, მშობლების მშობლებზე, მშობლებზე და ჩემზეც კი )) წერილებთან ერთად სურათებიც ვნახე და რაც მთავარია დედაჩემმა ჩემი უნივერსალური შემოქმედებაც მანახა რომელზეც თქვენც მინდა გაცინოთ ))) დიდი თავი რომ მქონდა და დიდი ოხერი ბავშვიც ვიყავი ეგ [...]
რო გავცივდი მოგიყევით, სრუტუნით დაწერილ პოსტში. 3 დღეში დედა ვუტირე.. მესამე დღე მაინც არ მაცალეს და “სასწრაფოდ” გამომიძახეს “გაეროს საგუშაგოზე”. იმის მერე რაც გავედი აღარც შემოვსულვარ წესიერად სახლში.. საძმაკაცოს ამერიკელი სტუმარი გვყავს 4 თვით.. ხოდა ვაცნობთ მონტანელ ითენს, თბილისურ ამბებს და კუთხე კუნჭულებს. უკვე საყვარელი ბარიც აქვს.. ყოველ weekend-ზე Unique-ში მიუწევს გული (პეროვზე), თვითონაც შეიყვარა და ჩვენც შეგვაყვარა )) ხან ჩილიმს ვეწევით, ხან ბარში ვმუსაიფობთ ლუდის თანხლებით.. ჯოკერსაც ვაყომარებთ და ბარიდან ნასესხები ხურდებით პოკერსაც ვუბერავთ ხოლმე )) ვისაც ნარდი უსწორდება თავის თანამოაზრეს პოულობს.. იმდღეს ვიღაც ტიპი გაეძრო, გინდა თუ არა ვცეკვავთ ყველაო.. მერე ბარზე [...]